ევროპაში პირველად 2011 წელს წავედი, კერძოდ, დიდ ბრიტანეთში. ოქსფორდში ენის შემსწავლელი ორკვირიანი კურსი გავიარეთ სრულიად უფასოდ. დღემდე მახსოვს პირველი შთაბეჭდილებები, ემოციები და იმის განცდა, რომ შემეძლო უფრო დიდ გეგმებზე მეფიქრა. ჯერ კიდევ მაშინ გავიაზრე, რომ საქართველოსა და ევროპას შორის რკინის ფარდის ნაცვლად დიდი კარი იყო გაღებული, რომელსაც უფრო მეტი სინათლე, შესაძლებლობა და სიკეთე მოჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის!
როდესაც ჩემს მშობლიურ ტურისტულ ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, ის ანაზღაურება რაც გამაჩნდა, საკუთარი ცხოვრებით რომ მეცხოვრა კი არა, ბაზისური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არ იყო საკმარისი. მაშინ, როცა 3 უცხო ენა ვიცოდი და ბაკალავრის ხარისხიც მქონდა. ეს ჩემს მოტივაციაზე ნეგატიურად მოქმედებდა...
როდესაც ჩემს მშობლიურ ტურისტულ ქალაქში ერთ-ერთ სასტუმროს ადმინისტრაციაში ვმუშაობდი, ის ანაზღაურება რაც გამაჩნდა, საკუთარი ცხოვრებით რომ მეცხოვრა კი არა, ბაზისური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არ იყო საკმარისი. მაშინ, როცა 3 უცხო ენა ვიცოდი და ბაკალავრის ხარისხიც მქონდა. ეს ჩემს მოტივაციაზე ნეგატიურად მოქმედებდა...
ასე წლობით ნაშენები, ნაგროვები და ნალოლიავების დაკარგვა ძნელია, ამიტომ ცდილობენ, გაუძლონ სიძნელეებს, არსად გავიდნენ სახლიდან და ასეთი თავგანწირვით შეუნარჩუნონ შვილებს ფუძე, ქონება... „ახლა სახლი უკვე ის არ არის, რაც იყო. და ვერც ვერასოდეს გახდება იქაურობა ისეთი, როგორიც იყო, როგორიც მახსოვს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს, ყველა ადგილს მირჩევნია...
წელიწადზე მეტია, უკრაინელ ქალებს ვხვდები და ვწერ მათზე. ქალების ისტორიების დაბეჭდვაც უკრაინელების მხარდაჭერაა, პროტესტია ომის წინააღმდეგ. ამ ქალებმა თავიანთი ცხოვრების ფრაგმენტები გამიზიარეს, გულის ნაწილი დამიტოვეს... ჩვენი საუბრები არ იყო ჩვეულებრივი ინტერვიუები, ეს ომგამოვლილის და ჯერ კიდევ ომგასავლელის დიალოგები იყო, ტკივილით, ცრემლებით, იმედით...
საბავშვო ბაღში გამოშვების ზეიმიც არ ჰქონია მარკს. დედას - ირინა კოზაკს. სხვა ფიქრები და ოცნებები, სხვა გეგმები ჰქონდა. ერთ დღეს ომმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი...
უკვე წავიდა ლიუბოვ მაქსიმენკო. სამწუხაროდ, არაფერი ვიცით მასზე. მაგრამ, იმედია, ჯანმრთელადაა და მშვიდობა აქვს... დიდი ხანი არც დარჩენილა აქ, თუმცა აპირებდა.
ნანახ-განცდილით და ომგამოვლილი ადამიანების მაგალითებით ვცდილობ ხოლმე უკრაინელი ქალების გამხნევებას. ისეთი რა უნდა გავიგონო, ჩვენ რომ არ გადაგვხდენია... ინტერვიუს ვართმევ ქალებს და იმედს ვაძლევ, რადგან მეც მშველოდა იმ რთულ დღეებში იმედი...
პირველია, ვინც მთხოვა, მისი გვარი არ დამეწერა. პირველია, ვინც ფოტოს გამოქვეყნებაზე მითხრა უარი. პირველია, ვინც ბევრი იტირა და სულ მებოდიშებოდა ცრემლების გამო. დაიწყებდა ლაპარაკს და: ახლა ვიტირებ, მაპატიეთ...
მაია სტარიკი ზის ჩემს წინ. „სტარიკი" მოხუცს ნიშნავს. მაია ახალგაზრდაა, მაგრამ იმდენი გადაიტანა 36 წლის მანძილზე, ორ მოხუცს ეყოფა სადარდებელ-საჯავრებლად...
პირველი ელდა მაშინ იყო, როცა ერთი წლის წინ, 24 თებერვალს ომი დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არავინ ფიქრობდა, რომ დიდხანს გაგრძელდებოდა ასე... ამიტომაც დარჩა პირველ ხანებში მშობლიურ ქალაქში..
ოთახში შევდივარ და ვხედავ, თანამშრომელი, უკრაინელი ქალი, ტირის, ჩვენთან ომიაო... სად? რანაირად? დავიწყე ინფორმაციების მოძიება. გავგიჟდი... სულ უფრო უახლოვდებოდა ომი ჩემებს
ანასტასია და მისი ოჯახის წევრები პირველი თვეები სარდაფში ცხოვრობდნენ, გარაჟში. ეშინოდათ, მაგრამ მაინც არ ტოვებდნენ იქაურობას, უკეთესობის იმედი ჰქონდათ.
კატერინა ყველანი გაფანტულები ვართ, ვერ ვგებულობთ, ვინ სადაა... ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო. მთელი ღამე იდგა ხოლმე ხალხი რიგში, რაიმე საჭმელი რომ ეყიდა. რიგები იყო ბანკების წინ, რომ ბარათებიდან თანხა მოეხსნათ...
იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა. საინტერესო რამ დაემთხვა - ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინული სამზარეულოს დღე მოაწყო. მანამდე თავისი ხელით დამზადებული ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ ფონდელები უკრაინელ ქალებს დ ეს საპასუხო ჟესტი იყო...
ხვალ ფსიქოლოგად დაიწყებს მუშაობს ჩვენთან. ამ დღემდე შორი გზით იარა. ბევრი ტკივილით, შიშით, სასოწარკვეთით. 3 ივლისს ჩამოვიდა ქუთაისში ხერსონიდან მეგობართან ერთად...
სწორადაც მიხვდით! ქართველია - რუსუდან ჩიქვინიძე. მშობლიურ ქვეყანაში ჩამოვიდა, თავის მშობლიურ ქალაქში. მაგრამ არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა წელიწადში ორჯერ ან ერთხელ მაინც - მონატრებული და ბედნიერი....
გმირობა ბევრს აბსტრაქტული ცნება, ხმამაღალი სიტყვა ჰგონია. მაგრამ ხანდახან გმირები ჩვენს შორის არიან და ერთხელაც - დაგიმტკიცებენ. ჩვენს შორის - უკრაინაშია ამჯერად ჩემი წერილის გმირი. მართლაც გამორჩეული ქალი...
ბერეზნეგოვატოე - არის ასეთი პატარა დასახლება ნიკოლაევის ოლქში, შვიდი ათასი ადამიანი ცხოვრობს. იქიდან ვარშავამდე ათას კილომეტრზე მეტია. ერთი კვირა დასჭირდათ გზაში ვიქტორია პოპოვიჩს და მის გოგონას...
სადარბაზოსთან დაგვხვდა - თხელი, ლამაზი, სევდიანი. ჩანთებით რომ დაგვინახა, ახლობელივით ჩაგვეხუტა და უხმოდ ატირდა. მერე გაგვიმხილა, ამ წვიმიან დღეს დარდი მომაწვა და რა კარგია, რომ ასე შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის გაზიარებაო...
ხიბლი, რომელიც ეზოში შესვლისთანავე ქალთა ფონდის სარეაბილიტაციო ცენტრს ახლავს, შინაურია. გგონია, რომ ბევრჯერ იყავი და კიდევ ბევრჯერ მოხვალ მშვიდად, წყნარად, ჰარმონიულად. ლამაზია მისი ზოგადი ფერიც, ეზოც, სახლიც, აივნებიც, ტერასაც, ატრაქციონებიც, უპფლორაც და რაც მთავარია, ადამიანები, ვინც აქ გხვდება...
„სიყვარული კუბოს ფიცრამდე“-თითქოს ეს ფრაზა ქალებს უფრო ახასიათებთ, მაგრამ რეალურად, მამაკაცები ირგებენ ხოლმე. თუნდაც ცალმხრივს. თუნდაც, მხოლოდ მდედრის ხარჯზე...
მრგვალი მაგიდა ძალადობის მსხვერპლთა სერვისების შესახებ
„ადგილობრივ დონეზე ქალთა/ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა“ – ეს გახლდათ მრგვალი მაგიდის თემა მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების, სერვისების მიმწოდებელი სხვა სუბიექტების, ბენეფიციარების ჩართულობით, რომლის ორგანიზატორიც ქალთა ფონდი „სოხუმია“.
სარეაბილიტაციო, ანუ კრიზისულ ცენტრებს, როგორც ყველაფერს სამყაროში, საკუთარი არსებობის ისტორია აქვს. ნუგეში, თანაგრძნობა და მხარდაჭერა ყველა ეპოქაში და ყველა დროში ძვირფასი განცდა იყო და მანამდე ამ საქმეს უბრალოდ კეთილი ადამიანები აკეთებდნენ...
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდებთან მუშაობა ყოველთვის გამორჩეულია ინდივიდუალობით, კრეატიულობითა და მგრძნობელობით. მოსწავლეები ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიცირებულ ღონისძიებებზე სრულად იხსნებიან და სტანდარტული საგაკვეთილო პროცესისი მიღმა, საკუთარ თავში ინტელექტუალურ-შემოქმედებით შესაძლებლობებსაც აღმოაჩენენ ხოლმე.
დილა იწყება იმით, რომ ნასესხებ სახლში, ნასესხებ კედლებში, სხვისი საწოლიდან ადგომამდე ვფიქრობ, ახლა რა ვაჭამო შვილებს? როდემდე მეყოფა ენერგია, ფული, ღონე და ნებისყოფა, მარტო ვაგო პასუხი ყველა პრობლემაზე, მარტო ვიზრუნო ორ შვილზე.
გაბედულად უნდა დავიწყო ეს წერილი. ჩვენ ძალიან ეფექტურად ვიმუშავეთ და 16 აქტიური დღე დიდ სინერგიად ვაქციეთ. ყოველ წუთს და ყველგან ისმოდა ძალადობაზე ვერბალური შეტევა, რეაქცია, ახსნა, გაზიარება, უკუკავშირი და თანამოაზრეობა.
25 ნოემბერი - ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
25 ნოემბერი დედამიწელთათვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძლის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ გაერომ ეს თარიღი 1999 წელს გამოაცხადა ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ, მე მის შესახებ, სულ რამენიმე წლის წინ, შემთხვევით შევიტყვე.
გახსოვთ? გიყვებოდით ამ საინტერესო ქალებზე და მათ პატრიოტ და ნიჭიერ პედაგოგზე - ამიდაზე. საქართველოს დროშიან პატარა ოთახში ისხდნენ და საოცრებებს ქმნიდნენ...
პატარა ინტერვიუ ჩვენს კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდასთან. "ახალი სახეების" ერთ რესპონდენტთან, რომელმაც მისი შინაარსიანი აქტიურობით შთაბეჭდილება დატოვა ტრენერთა გუნდზე.
კომპლექსები მქონდაო... უყურებ, ესაუბრები და ვერ წარმოგიდგენია, რომ ხუთი წლის წინ მორიდებული იყო და ეშინოდა აუდიტორიის წინაშე გამოსვლის. რამდენს მიაღწია ამ ხუთ წელიწადში! უბრალო ჩამოთვლითაც მიხვდებით, რამდენი შრომა და მონდომებაა ამ წარმატებებს მიღმა:
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდებთან მუშაობა ყოველთვის გამორჩეულია ინდივიდუალობით, კრეატიულობითა და მგრძნობელობით. მოსწავლეები ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიცირებულ ღონისძიებებზე სრულად იხსნებიან და სტანდარტული საგაკვეთილო პროცესისი მიღმა, საკუთარ თავში ინტელექტუალურ-შემოქმედებით შესაძლებლობებსაც აღმოაჩენენ ხოლმე.
ყოველ დღილით, როცა არემარეს გავხედავ ვგრძნობ, თუ რა ლამაზია სამყარო, თავისი მრავალფეროვანი ბუნებით, სიდიადით, განსხვავებულობითა და ფერთა გამით გამორჩეული.
ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისსცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი. რელიგიებს შორის განსხვავება, რა თქმა უნდა, მტრობის მიზეზი არ უნდა გახდეს.
თაობა, რომელმაც არ იცის იმ ლაჟვარდოვანი ცის და ზღვის მაგიური საიდუმლო აფხაზეთი რომ ქვია.. არც მშობლები ყავს იმ კურთხეული მიწიდან, არც ნათესავები. უბრალოდ, ქართველები არიან და...