ფონდი „სოხუმის" თანამშრომლობა
ბაღდათის მუნიციპალიტეტთან
ქალთა ფონდი „სოხუმისა" და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მრავალმხრივი თანამშრომლობის ისტორია 2018 წლიდან იწყება.
საჯარო მმართველობის რეფორმა
მუნიციპალტეტში ფონდის პირველი აქტივობები საჯარო მმართველობის რეფორმის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტას შეეხებოდა. მუნიციპალიტეტმა თავის მხრივ იმთავითვე მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. ფონდისა და თვითმმართველობის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ადგილობრივ დონეზე დაიხვეწა გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხები, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭირო გახდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მოდერნიზება. ნებისმიერი მოქალაქისთვის ონლაინ სივრცეში ხელმასაწვდომი გახდა მისთვის საჭირო ინფორმაცია. ასევე, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა და დაამტკიცა საჯარო მოხელის ეთიკის კოდექსი.
გენდერული პოლიტიკის დანერგვა
პარალელურ რეჟიმში ქალთა ფონდი „სოხუმი" აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში. ფონდის წარმომადგენელი - გურანდა გვანცელაძე გახდა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრი და უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიების შემუშავების პროცესში. ამ კუთხით დაუღალავმა მუშაობამ არაერთი წარმატებული შედეგი გამოიღო. მუნიციპალიტეტი საკუთარი ბიუჯეტიდან აქტიურად ეხმარებოდა ძალადობის მსხვერპლებს როგორც ერთჯერადი ფინანსური დახმარებით, ასევე ბინის ქირის უზრუნველყოფით, თუმცა უკვე 2023 წლის ბიუჯეტში გაჩნდა ჩანაწერი „ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი" (კოდი 06 02 07).
ისეთი მოწყვლადი ჯგუფისთვის, როგორიცაა ძალადობის მსხვერპლები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანერგილი ცენტრალური სერვისები, ან არასამთავრობოების მიერ გაწეული დახმარება, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ხმარდაჭერა. ეს მათ აძლიერებს და მეტად თავდაჯერებულებს ხდის," - ამბობს ქალთა ფონდი „სოხუმის" მონიტორინგისა და ადვოკატირების ჯგუფის წევრი
აუთსორსინგის პრაქტიკა
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტთან მუშაობის წარმატებულ შედეგად უნდა გამოიყოს აუთსორსინგის პრატიკა, რომლის ფარგლებშიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ეკონომიკური გაძლიერების კურსები განხორციელდა და დაინერგა მცირე გრანტების გაცემის პრაქტიკა. აღნიშნულ პროექტში მუნიციპალიტეტმა თავისი ფინანსური წვლილი შეიტანა, რის შედეგადაც დაფინანსდა 5 ქალი, რომლებსაც მიეცათ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მცირე შესაძლებლობა.

პროექტი პირველ ეტაპი ახალი პროფესიების დაუფლებას გულისხმობდა, მეორე ეტაპზე, კი ახალ პროფესიულ უნარებს დაუფლებულმა ბენეფიციარებმა, მაღალკვალიფიციური ტრენერის ჩართულობით, ბიზნესგეგმის შედგენა და საგრანტო წინადადების წარდგენა ისწავლეს.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები და ამ კუთხით მნიშვნელოვანია პროფილურ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა", - აღნიშნა ნოდარ გიორგიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა
წარმატებული თანამშრომლობის პარატიკის შედეგად ფონდი „სოხუმის" ინიციატივას პირველმა, 2022 წლის მაისში, ბაღდათის მუნიციპალიტეტმა დაუჭირა მხარი და ძალადობის საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით მერიაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა, რომელსაც მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე ხელმძღვანელობს. კომისია კოორდინაციას უწევს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ოჯახში ძალდობის კუთხით მუშაობას.
„მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მუშაობის დროსაც იკვეთებოდა ისეთი საკითხები, რაც საბჭოს უფლებამოსილებას სცილდებოდა და ამ კონტექსტშიც ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, მუნიციპალიტეტში ყოფილიყო რაღაც მეტად გამყარებული მექანიზმი, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციაზე იქნებოდა პასუხისმგებელი. ამიტომ, როდესაც ფონდი „სოხუმი" შემოვიდა ინიციატივით, მუნიციპალიტეტიც დათანხმდა, რომ მსგავსი მექანიზმი ყოფილიყო დანერგილი," - სოფო ნატრიაშვილი, გენდერზე პასუხისმგებელი პირი (კომიისის თავმჯდომარის მოადგილე.
Made on
Tilda