25 ნოემბერი - ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ


ავტორი
ლინდა ჩიხლაძე
25 ნოემბერი დედამიწელთათვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძლის დღეა. მიუხედავად იმისა, რომ გაერომ ეს თარიღი 1999 წელს გამოაცხადა ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ, მე მის შესახებ, სულ რამენიმე წლის წინ, შემთხვევით შევიტყვე.
2016 წელს ბარსელონაში ლა რამლასზე ხეტიალისას უეცრად მომიტინგეების უდიდესმა, ხმაურიანმა ტალღამ წამიღო. უამრავი ადამიანი მშვიდობიანი მანიფესტაციით გამოხატავდა საერთო პროტესტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ეს ტალღა უდიდესსა და ხმაურიანთან ერთად, ჭრელი და მრვალფეროვანიც იყო, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, გენდერული თუ ეროვნული იდენტობისა ყველა ერთხმად იძახდა: „არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ როგორც კი გამოვერკვიე, მეც ევროპის ცობილ ჟურნალისტ-ოპერატორების გვერდით გადავინაცვლე და შევუდექი ისტორიული გლობალური პროცესების გადაღებას. თან მეფიქრებოდა, „ჩვენთან შედარებით რა კარგად არიან და მაინც ყველას იმდენად აწუხებს ეს პრობლემა ქალია თუ კაცი, დიდია თუ პატარა, ლგბტ თემის წევრია თუ ჰეტერო, მორწმუნეა თუ ათეისტი, იმ დღეს ყველა სოლიდარულად იყო ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოძრაობაში.

ბარსელონა
2016
სახლში მისულმა იმწამიერად დავგუგლე ინფო 25 ნოემბერზე და საფუძვლებმა ლათინურ ამერიკაში, კერძოდ კი, ტრუხილიოს მმართველობის პერიოდის დომინიკის რესპუბლიკაში მიმიყვანა. 1960 წლის ნოემბერში დომინიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე სამი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. პოლიციამ გაარკვია, რომ ცხედრები დებს ეკუთვნოდა, რომლებსაც ყველა პეპლებს ეძახდა. ეს „პეპლები“ პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და რაფაელ ტრუხილოს დიქტატურას ეწინააღმდეგებოდნენ.

"პეპლები"
ამ შემზარავ მოვლენაზე 1994 წელს დომენიკელი წარმოშობის ამერიკელმა ავტორმა ხულია ალვარესმა ცნობილი რომანი „პეპლების ჟამი“ (In the Times of Butterflies) გამოქვეყნა, რომელიც დები მირაბალების ცხოვრებას ეფუძნება. მოგვიანებით კი, 2001 წელს ესპანელმა რეჟისორმა მარიანო ბაროსსომ ამავე სსახელწოდების ფილმი გადაიღო სამი მებრძოლი დის შესახებ. ფილმი ხელმისაწვდომია აქ.

„პეპლების ჟამი“
ტრუხილიოს ძალადობრივ რეჟიმზე თანამედროვე პერუელი მწერალი - მარიო ვარგას ლიოსა ურანია კაბრალის თვალით გვიყვება „ვაცის ნადიმში“, რომელზე მუშაობაც ავტორმა 2001 წელს დაასრულა. წიგნში სამი სიუჟეტური ხაზია, თუმცა ჩემთვის ყველაზე ნიშანდობლივი ახალგაზრდა ქალის - ურანიას ამბავია. მწერალი მის ამ მოცულობით წიგნში დებ მარაბელებსაც ახსენებს. ძნელია ტრუხილიოს რეჟიმი „პეპლების“ გარეშე აღწერო.

თუმცა, გაეროს მიერ 25 ნოემბრის აღიარებამდე, ისტორიაში 1981 წლის 25 ნოემბერიცაა, როცა ფემინისტებმა ქალებზე ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად დემონსტრაცია მოაწყვეს. 1999 წლიდან კი ეს თარიღი ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. სწორედ 25 ნოემბერს იწყება 16-დღიანი კამპანია გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - სრულდება. კამპანიას წელს 30 წელი შეუსრულდა.
#არაქალთამიმართძალადობას
#ძალადობისგარეშე
#შეწყვიტეძალადობა
#არაფემიციდს

Made on
Tilda